Thursday, April 21, 2016

პროექტის გეგმა

1.      პროექტის სახელწოდება :ორი  სამყაროს  გზაჯვარედინზე 
2.      პროექტის  აქტუალობა: ამ   სასწავლო  პროექტზე  მუშაობა  განავითარებს  მოსწავლეთა  ინტერესს გალაქტიონის  პოეზიისა  და  პიროვნებისადმი,  ასევე უცხოელი  სიმბოლისტი  პოეტებისადმი.  განუმტკიცებს  ცოდნას  და  გააღრმავებს  მათს  წარმოდგენას  პოეტის  მსოფლმხედველობაზე ,მის  ზნეობრივ  ღირებულებებზე, მოსწავლეები  გაიაზრებენ  რამდენად  მნიშვნელოვანია, ზოგადად,  ადამიანისთვის  ცხოვრებაში  რწმენის  არსებობა.
3.      პროექტის მიზანი:  მოსწავლეებს  განუვითარდებათ პოეტური   აზროვნება  და  გემოვნება ,შედარებითი  ანალიზის    და  დასკვნების  კეთების  უნარი. მოსწავლეებს   ჩამოუყალიბდებათ  პოეზიის  მიმართ  სიყვარული.
4.      მონაწილეთა ასაკი:16-17წელი
5.      პროექტის ხანგრძლივობა: 1  თვე
6.      მოსალოდნელი პროდუქტი: მოსწავლეების  დიდი  ინტერესის  გამოვლენა  პოეზიისა  და ლიტერატურისადმი,  დამოუკიდებელი  მუშაობის,  კითხვის,   აზროვნებისა  და  წერის  უნარების  განვითარება,   ჯგუფური  მუშაობის,  სოციალური  ურთიერთობის  უნარ-ჩვევის  ჩამოყალიბება. დიდი  პოეტის  პოეზიის  დემონური  და  ღვთაებრივი  მიმართულებების  აღმოჩენა  და  კვლევა. პარალელებისა  და  მსგავსება-განსხვავებათა  მოძიება  ჯორჯ  ბაირონის,  შარლ  ბოდლერის  პოეზიის   თემატიკის  მიხედვით. მცირე  პოეტური  ანთოლოგიის შედგენა,  ელექტრონული  პოეტური  ჟურნალის შექმნა  და  გამოქვეყნება.
7.      პროექტის მიმდინარეობა:სამუშაო  ჯგუფების  დაკომფლექტება.ჯგუფებისათვის  კონკრეტული  დავალებების  მიცემა.
 1-ლი ჯგუფი  მუშაობს  გალაქტიონის  პოეზიაში ღვთაებრივის  გამარჯვების  ამსახველ  ლექსებზე.
მე-2 ჯგუფი მუშაობს  დემონურის  ამსახველ ლექსებზე(„სილაჟვარდე  ანუ  ვარდი  სილაში“,  „თოვლი“, „ლურჯა  ცხენები“ და  სხვა)და  აკეთებს  ჩანაწერებს.
მე-3  ჯგუფი მუშაობს ბაირონისა და ბოდლერის პოეზიაზე, იკვლევს მსგავსი თემატიკის ლექსებს, ადარებს ერთმანეთს და აკეთებს ჩანაწერებს.
მე-4 ჯგუფი არკვევს სალიტერატურო კრიტიკის დამოკიდებულებას მოცემული პრობლემისადმი ,აკონკრეტებს და ადარებს ერთმანეთს კრიტიკოსთა შეხედულებებს და აკეთებს ჩანაწერებს.
მე-5 ჯგუფი(ექსპერტები) მოძიებულ მასალას აჯამებს, შეგროვილი ჩანაწერების დახარისხების  შედეგად ამზადებს რეზიუმეს.
მე-6 ჯგუფი მუშაობს პროექტის ტექნიკური მხარის მოსამზადებლად, ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე ამზადებს ბუკლეტს გამოსაცემად, პრეზენტაციას აუდიტორიისათვის,  ელექტრონულ ჟურნალს .
საბოლოოდ მოხდება:
ა) პროექტისპროდუქტის პრეზენტაცია;
ბ) ბუკლეტების გაცნობა- დარიგება;
გ) ელექტრონული ჟურნალის ჩვენება.
  
8      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ესგ.XII 1,2,3,4,5,6,11. ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით მოძიებულ მასალაზე მუშაობა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სათანადო ლიტერატურა - გალაქტიონის ,ბაირონი, ბოდლერის პოეზია და პროზა. სალიტერატურო კრიტიკა ამ პოეტთა შემოქმედების შესახებ, გალაქტიონოლოგიის ტომები, ისტ - ი  MS Powerpoint, word,you  tub,vikipedia-ის მასალები  კომპიუტერი,პროექტორი,  დაფა,  სტიკერები,  მარკერები.
        პროექტის ხელმძღვანელი:ლალი  ყაყიტაშვილი
1     ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:lalikakitashvili@gmail.com